20 სექტემბერს საქარათველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ლევან იზორია დაესწრო ქ. დიუსელდორფის წმინდა ანთიმოზ ივერიელის ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიაში გამართულ წირვას. წირვის დასასრულს ლევან იზორიას შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა იქ მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის და გასაუბრებოდა მათ.