სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული, რომლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს გერმანიაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა ფლობდეს გერმანულ ენას, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%).

წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:

  • განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართიN2);
  • ავტობიოგრაფია;
  • დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  • პასპორტის ასლი;
  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
  • ერთი ფოტოსურათი (3X4).
  • ნასამართლობის შესახებ ცნობა (ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს berlin.konsulat@mfa.gov.ge მომსახურება უფასოა).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

ვაკანსიის ოდენობა:

  • 4(ოთხი).
  • საქართველოს საელჩო ქ. ბერლინში;
  • საქართველოს საკონსულო ქ. ბერლინში;
  • საქართველოს საკონსულო ქ. მიუნხენში ( 2 ვაკანსია);

დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საელჩოს ელ-ფოსტის მეშვეობით: berlin.emb@mfa.gov.ge
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

საბუთები მიიღება 2020 წლის 15 ოქტმობრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: berlin.emb@mfa.gov.ge

სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღია 2020 წლის დეკემბრის პირველ ნახევარი.

სტაჟირების ხანგრძლივობა არის 3+3 თვე.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

დანართი-2Download