ქ. შტუტგარტში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შტუტგარტის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრა გამართა პალტის ხელმძღვანელთან, იოჰანეს შმალცლთან და ბიზნეს სექტორის წარმოამდგენლებთან. შეხვედრაზე ელჩმა გერმანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორის განვითარებაზე. თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ გააჟღერა კონკრეტული ინიციატივები საქართველოში საქმიანობის კუთხით. მხარეები შეთანხმენენ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

მავე დღეს გაიმართა ელჩის შეხვედრა ქ. შტუტგარტის როტარი კლუბში, რომელშიც მონაწილეობდნენ კერძო სექტორისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგებლები. ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ეკონომიკურ მიმართულებაზე.

ელჩი ასევე იმყოფებოდა კომპანიაში „Kärcher“, სადაც შეხვედრა გამართა კომპანიის რეგიონალურ პრეზიდენტთან ლილია ზედლერთან. საუბარი შეეხო საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის საქმიანობასა და აღნიშნულის გაფართოების პერსპექტივას.

პროგრამის დასასრულს, ლევან იზორია ესტუმრა ბადენ-ვიურტემბერგის ერთ-ერთ უმსხვილეს ღვინოს მწარმოებელ კონპანიას „Weingut Schnaitmann“. კოპმანიის დამფუძნებელმა რაინარ შნაიტმანმა ელჩს დაათვალიერებინა ღვინის მარანი. საუბრისას ყურადღება გამახვილდა მეღვინეობის სფეროში ორი ქვეყნის წარმომადგენელთა ურთიერთობებსა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე.