2 ოქტომბერს ქ. შტუტგარტში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს ელჩის ლევან იზორიას შეხვედრა ქართველ თანამემამულეებთან. ელჩის მისასალმებელი სიტყვის შემდგომ, შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა/პასუხის რეჟიმში. განხილულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის პრობლემური საკითხები, სამომავლო ერთობლივი გეგმები, აღინიშნა თანამშრომლობის გაძლიერების და მსგავსი ფორმატით შეხვედრების აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასაწყისს, ქ. შტუტგარტში მცხოვრება ჩვენმა ახალგაზრდა ნიჭიერმა თანამემამულეებმა ( ანა მეიფარიანი/ვიოლონჩელო, ლიზი ნამჩევაძე/ფორტეპიანო) სტუმრებისთვის შეასრულეს მუსიკალური ნომერი.

3 ოქტომბერს, ქ. შტუტგარტში ვიზიტის ფარგლებში, საქარათველოს ელჩი ლევან იზორია დაესწრო წმინდა ილია მართლის სახელობის სამრევლოს წირვას. წირვის დასასრულს ლევან იზორიას შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა იქ მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის და გასაუბრებოდა მათ.