მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ელჩი ლევან იზორია ვიზიტით ეწვია ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწას. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრთან სტეფან ვაილთან. შეხვედრაზე ლევან იზორიამ გერმანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. მხარეებმა განიხილეს ქვემო საქსონიის რეგიონისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განათლების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის დარგებში.