მინდინარე წლის 13 ოქტომბერს ქვემო საქსონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ლევან იზორია ეწვია გიოტინგენის უნივერსიტეტს, სადაც შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან პროფესორ ჰილტრაუდ კასპერ-ჰენესთან და გიოტინგენის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელთან ალექსანდერ ტილესთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და განვითარებას.