16 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ გამართა ვიდეო-შეხვედრა საქართველოში ბიოლის ფონდის რეგიონალური ბიუროს ხელმძღვანელთან შტეფან მაისტერთან.მხარეებმა ისაუბრეს ბიოლის ფონდთან მიმდინარე თანამშრომლობაზე და ფონდის სამომავლო პრიორიტეტებზე. ხაზი გაესვა გამოწვევებს რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ ხედვებს.