19 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ უმასპინძლა გაცნობით შეხვედრას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსთან მარკუს შოხთან.მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მოღვაწეობის ისტორიაზე, მის სამომავლო გეგმებზე, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე. საუბარი ასევე შეეხო გერმანიაში ქართულ დიასპორასთან დაკავშირებულ მუშაობას და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობას გერმანიის ტერიტორიაზე.