21 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია ქ. ლუთერშტადტ-ვიტენბერგის მერს, ტორსტენ ცუგეჰიორს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ვიტენბერგსა და ქ. ბოლნისს შორის პარტნიორობის საკითხები. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე.