🛑

2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 2020 წლის 10 ოქტომბრამდე უნდა ყოფილიყო დამდგარი საკონსულო აღრიცხვაზე/რეგისტრაციაზე.

🛑

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მცხოვრები ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 10 ოქტომბრის მდგომარეობით იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, შეძლებენ ხმის მიცემას გერმანიაში გახსნილ იმ საარჩევნო უბანზე, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისას მითითებული საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

🛑

საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრში https://geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace ამომრჩევლებს შეუძლიათ შეამოწმონ, თუ გერმანიაში გახსნილ თუ რომელ საარჩევნო უბანზე შეძლებენ ხმის მიცემას.

31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა იწარმოებს 08.00 საათიდან 20.00 საათამდე.

🛑

ხმის მიცემისთვის მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

გერმანიაში გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართებია:

✅

№14 საარჩევნო უბანიგერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომისამართი: რაუხშტრასე 11, 10787 ბერლინი,Adresse: Rauchstrs.11, 10787 Berlin

✅

№15 საარჩევნო უბანისაქართველოს გენერალური საკონსულო ქ. მაინის ფრანკფურტშიGeneralkonsulat von Georgien in Frankfurt am Mainმისამართი: ბოკენჰაიმერ ლანდშტრასე 97-99. 60325 მაინის ფრანკფურტიAdresse: Bockenheimer Landstrasse 97-99, 60325 Frankfurt am Main

✅

№16 საარჩევნო უბანიქ. მიუნხენში საქართველოს საპატიო საკონსულოHonorarkonsularische Vertretung von Georgien in Münchenმისამართი: ლუიზენშტრასე 43/2, 80333 მიუნხენიAdresse: Luisenstraße 43/2, 80333 München