5 ნოემბერს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ სატელეფონო საუბარი გამართა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან, ლარს-ჰენდრიკ როლერთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები. საუბარი  შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
 ამასთან, გერმანულ მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ და  მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ენერგოპროექტებზე.