8 ნოემბრიდან იცვლება საკარანტინე წესები ე.წ. სარისკო რეგიონებიდან გერმანიაში შემომავალი პირებისთვის. აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც საჰაერო, ისე საზღვაო და სახმელეთო საზღვრით შემომავალ პირებს.

აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაციები მოქმედებს იმ პირთათვის,ვისაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვს. https://www.bmi.bund.de/SharedDocs/faqs/DE/themen/bevoelkerungsschutz/coronavirus/coronavirus-faqs.html#doc13738352bodyText3

კერძოდ, რისკის ქვეყნებიდან გერმანიაში შემოსულ პირები ვალდებულნი იქნებიან:

-10 დღე გადავიდნენ კარანტინში/თვითიზოლაციაში.

-გერმანიაში შემოსვლამდე ისინი ვალდებულნი არიან ვებ- გვერდის www.einreiseanmeldung.de მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა.შ.

-PCR ტესტის გაკეთება შესაძლებელი იქნება, როგორც წესი, მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღიდან. პასუხს, როგორ წესი მიიღებენ 24-48 საათში და  ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, შეძლებენ თვითიზოლაციიდან გამოსვლას.

-აქამდე შესაძლებელი იყო საზღვარზე ნეგატიური 48 საათიანი კოვიდ ტესტის წარმოდგენით თვითიზოლაციის ჩანაცვლება. ახალი წესებით, ეს ჩანაცვლება აღარ იქნება შესაძლებელი.

-თვითიზოლაციის წესები და გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, და ა. შ. რეგულირებულია ინდივიდუალურად ცალკეულ ფედერალურ მიწებზე.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

Die digitale Einreiseanmeldung startet

Quelle: GettyImages/ Aja Koska Pressemitteilung · 06.11.2020 Wer aus einem internationalen Risikogebiet nach Deutschland einreist, muss sich ab Sonntag vor der Einreise digital anmelden: Die Web-Anwendung “Digitale Einreiseanmeldung” (DEA) geht in Betrieb und ersetzt die Aussteigekarte in Papierform. Sie kann ab dem 8.

https://www.bundesgesundheitsministerium.de/DEA

ინფორმაცია ფედერალური მიწების მიხედვით: