17 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ გამართა ვიდეო-შეხვედრა პოლიტიკური განათლების ფედერალური ცენტრის დირექტორთან თომას კრიუგერთან.მხარეებმა ისაუბრეს ცენტრის მუშაობის ძირითად მიმართულებებსა და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა პოლიტიკური სწავლების როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.