მიმდინარე წლის 10 დეკემბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან ( CDU) ნიკოლას ლიობელთან.

შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა ახალი ინიციატივა- ქართულ-გერმანული ბიზნეს დიალოგის დაარსება.

აღნიშნული დიალოგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს როგორიცაა ეკონომიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ამასთან, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საინვესტიციო მიმართულებასაც.

ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, რათა მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ბიზნეს-სექტორის ჩართულობა, სადაც შესაძლებელი იქნება მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა. აღნიშნული დიალოგი ასევე ითვალისწინებს  DCFTA-ის ფარგლებში გერმანიის ბაზარზე   ქართული პროდუქციის ექსპორტის მოცულობის ზრდის ხელშეწყობას.

ეს ფორმატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, როდესაც ქვეყნების ეკონომიკებს ესაჭიროება კრიზისიდან გამოსვლა და გაჯანსაღება.