მიმიდნარე წლის 9 დეკემბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან ( სოციალ-დემოკრატიული პარტია SPD), გერმანულ/ქართული ფორუმის თავმჯდომარის მოადგილესთან სვენია შტადლერთან. შევხედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიოტირებზე არსებული ვითარება, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშორმლობის პერსპექტივებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროსა და ახალგაზრდების ჩართულობის საკითხებზე.