10 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ ვებ-შეხვედრა გამართა ბერტელსმანის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ევროპული სამეზობლოს უფროს ექსპერტთან მირიამ კოზმელთან და ამავე ფონდის პროექტის მენეჯერთან იულია ტეგელერთან.
გაცნობითი სახის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამოქალაქო განათლების საკითხებში ბერტელსმანის ფონდის მიერ გერმანიაში განხორციელებულ პროექტებზე და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.