გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში .. რისკის რეგიონებიდან შემომავალ პირთათვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები 2021 წლის 11 იანვრიდან

გერმანული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  2021 წლის 11 იანვრიდან ე.წ. რისკის რეგიონებიდან (2020 წლის 7 ოქტომბრიდან საქართველო შეყვანილ იქნა .. რისკის ქვეყნების ჯგუფში) გერმანიაში შემოსვლის უფლების მქონე პირებმა¹, საზღვრის გადაკვეთისას  უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR -ტესტის ნეგატიური პასუხი, ან ეს ტესტი უნდა გაიკეთონ საზღვრის გადაკვეთისთანავე, ხოლო შემდეგ 10 დღე გადავიდნენ კარანტინში/თვითიზოლაციაში (ე.წ. ორი ტესტის სტრატეგია). 2021 წლის 11 იანვრამდე საზღვარზე ნეგატიური PCR ტესტის პასუხის წარდგენა აუცილებელი არ იყო.

https://www.bmi.bund.de/SharedDocs/faqs/DE/themen/bevoelkerungsschutz/coronavirus/coronavirus-faqs.html#doc13738352bodyText3)

10 დღიანი თვითიზოლაციის ვადაზე ადრე დასრულება შესაძლებელია თვითიზოლაციაში  5 დღის გასვლის შემდეგ გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში.

ამასთან, გერმანიაში შემოსვლამდე მოქალაქეები  ვალდებულნი არიან ვებ- გვერდის https://www.einreiseanmeldung.de/ მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა.შ.

თვითიზოლაციის წესები და გამონაკლისები, მაგ. ტრანზიტული გავლა, ვიზიტი 72 საათამდე, ოფიციალური ვიზიტები, და ა. შ. რეგულირებულია ინდივიდუალურად ცალკეულ ფედერალურ მიწებზე.

ინფორმაცია ფედერალური მიწების მიხედვით:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან ძალაში შედის საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შემოსვლასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვები.

აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება, ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი).

აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შემოსვლა ტურისტული მიზნით ნებადართული არ არის.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის:

  • ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი,
  • გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,
  • მეზღვაურები  გემზე ასასვლელად დანიშნულების ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში,
  • სასაქონლო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი,
  • სასოფლო სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები,
  • სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი, კერძოდ, სასწავლო მიზნით შემოსვლა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი სრულდება შემდეგი წინაპირობები:

სახეზეა სასწავლო მიზნით გაცემული ვიზა (მათ შორის ძირითად სასწავლო პროგრამასთან ინტეგრირებული ენის კურსის ჩათვლით), წარდგენილ იქნება საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო  ჩართულობა), ასევე შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა ენის კურსზე დასწრების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოსვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს (ამ შემთხვევაში დაუშვებელია შუალედურ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება და ძირითად საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით გერმანიაში ხელმეორე შემოსვლა). ანალოგიურად შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარების მიზნით. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო  ჩართულობა). გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ისევე, როგორც ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსში მონაწილეობას, თუკი ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.

  • პირები, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით,
  • პირები, რომლებიც საჭიროებენ  გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლები შესაძლოა სახეზე იყოს, როდესაც მკურნალობა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი, ან პაციენტის მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია განხორციელდეს, ან მკურნალობა უკვე დაწყებულია, ან თუკი მკურნალობის გარეშე რეალურია საფრთხე პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ეს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით უნდა დამტკიცდეს. შემოსვლისას პაციენტს შეიძლება თან ახლდეს ორ საჭირო თანმხლებ პირამდე.

  • დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები,
  • რეპატრიანტები,
  • ტრანზიტული მგზავრები

ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:

1.         არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება,

2.         გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;

3.         პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1,2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა).

ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.

ოჯახის წევრების გერმანიაში შესვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც არიან იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან “პოზიტიურ სიაში”, დამოკიდებულია ოჯახური ურთიერთობის ტიპზე და მოგზაურობის მიზანზე.

საზღვრის კვეთა ოჯახთან გაერთიანების ან ქორწინების მიზნი

მესამე ქვეყნის მოქალაქის ოჯახის წევრთან (მეუღლე, არასრულწლოვანი ბავშვები, არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები) მიერ გერმანიის საზღვრის კვეთა ოჯახის გაერთიანების მიზნით შესაძლებელია, თუკი სრულდება ამისათვის დადგენილი აუცილებელი წინაპირობები (მაგ: D კატეგორიის ვიზა).

მესამე ქვეყნის მოქალაქის მოკლევადიანი ვიზიტი  ოჯახის წევრთან

მესამე ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში ესტუმროს ოჯახის წევრს (იგულისხმებიან მეუღლეები, რეგისტრირებული  პარტნიორები, მცირეწლოვანი შვილები ან მცირეწლოვანი შვილების მშობლები), თუკი ოჯახის ამ წევრს აქვს გერმანიის, ან ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა, არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე ან მესამე ქვეყნის მოქალაქე და ფლობს გერმანიაში ცხოვრების უფლებას. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს მესამე ქვეყნის მოქალაქე მგზავრობს  მითითებულ პირთან ერთად თუ მარტო.

ოჯახური ურთიერთობის ტიპის გათვალისწინებთ, ქვეყანაში შესვლისათვის შემდეგი დოკუმენტებია საჭირო:

  • ქორწინების მოწმობა, სამოქალაქო პარტნიორობის მოწმობა;
  • დაბადების მოწმობა;
  • დამოწმებული ამონაწერი სამოქალაქო რეესტრიდან.

მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებისათვის, რომელთა გერმანიაში შესვლა ხორციელდება უვიზოდ, სხვა სახელმწიფოში გაცემული საჯარო დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს ამ დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება. დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება შესაძლებელია ლეგალიზებით ან აპოსტილით.

მესამე ქვეყნის მოქალაქეობის მქონე 1-ლი და მე -2 ხარისხის ნათესავის მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი ოჯახური მიზეზების არსებობის შემთხვევაში

გერმანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების, ან გერმანიაში ცხოვრების უფლების მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეების 1-ლი და მე-2 ხარისხის ნათესავებს, რომლებიც არ არიან ძირითადი ოჯახის წევრები (იგულისხმებიან სრულწლოვანი შვილები,  სრულწლოვან შვილთა მშობლები, და-ძმა და ბებია-ბაბუა) და აქვთ მესამე ქვეყნის მოქალაქეობა, როგორც წესი, ოჯახური ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში შესვლის უფლება არ აქვთ.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი ქვეყანაში ვიზიტი გამოწვეულია აუცილებელი ოჯახური მიზეზებით. ესენია:

  • ბავშვის დაბადება
  • ქორწილი
  • გარდაცვალება / დაკრძალვა
  • განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც არსებობს დამაჯერებელი ოჯახური მიზეზი (მაგ: მძიმე დაავადების მქონე 1-ლი და მე-2 ხარისხის ნათესავი, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება სხვისი დახმარება).

ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, ვიზიტორებს აუცილებლად თან უნდა ჰქონდეთ საზღვრის კვეთის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ოჯახის შორეული ნათესავების მოკლევადიანი ვიზიტი გერმანიაში

მესამე ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ოჯახის შორეულ ნათესავებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან 1-ლი და მე-2 ხარისხის ნათესავებს, ოჯახური მიზეზებით გერმანიაში შესვლის უფლება არ აქვთ.

მესამე ქვეყნის მოქალაქეობის მქონე დაუქორწინებელი პარტნიორის სტუმრობა მოკლევადიანი ვიზიტით გერმანიაში მცხოვრებ პარტნიორთან, რომელსაც გააჩნია გერმანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა, ან არის მესამე ქვეყნის მოქალაქე და ფლობს გერმანიაში ცხოვრების უფლებას

მესამე ქვეყნის მოქალაქეობის მქონე დაუქორწინებელი პარტნიორის მოკლევადიანი ვიზიტით სტუმრობა გერმანიაში მცხოვრებ პარტნიორთან, რომელსაც გააჩნია გერმანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეობა, ან არის მესამე ქვეყნის მოქალაქე და ფლობს გერმანიაში ცხოვრების უფლებას როგორც წესი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირი  საქმე ეხება ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას და თუ პარტნიორები ერთმანეთს ადრე ერთხელ მაინც შეხვედრიან (შეხვედრის ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება). მგზავრობისას ზემოაღნიშნულმა პირებმა თან უნდა იქონიონ:

  • გერმანიაში მცხოვრები პირის მოწვევა და მომწვევი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ორივე პარტნიორის დადგენილი ფორმის განცხადება ურთიერთობის  შესახებ, ორივე პარტნიორის  საკონტაქტო მონაცემების მითითებით (განცხადების ნიმუშის  ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ვებ-გვერდიდან: https://www.bmi.bund.de/SharedDocs/downloads/DE/veroeffentlichungen/2020/corona/erklaerung-unverheiratete-paare-beziehung.html
  • ადრე შეხვედრის დამადასტურებელი საბუთები (მაგ. ერთობლივი მგზავრობის დამადასტურებელი საბუთები ბილეთებით და პასპორტში საზღვრის გადაკვეთის შტამპებით და სხვ.)

საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანიაში შემოსვლის ნებართვის გაცემაზე წარმოდგენილი საბუთებისა და გარემოებების შეფასებით იღებს გერმანიის საზღვრის გადაკვეთაზე პასუხისმგებელი მოხელე.

გერმანიის საზღვრის კვეთის სრული რეგულაციების ნახვა შესაძლებელია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს და გერმანიის ფედერალური პოლიციის ვებ-გვერდებზე

Coronavirus: Fragen und Antworten

Die Anforderungen für die Einreise von Familienangehörigen aus Drittstaaten, die nicht auf der ” Positivliste” stehen, richten sich nach der Art der familiären Beziehungen bzw. dem Zweck der Einreise: Einreisen zum Familiennachzug oder zur Eheschließung Die Ersteinreise von Drittstaatsangehörigen der “Kernfamilie” (Ehepartner, minderjährige ledige Kinder, Eltern minderjähriger Kinder) zum Zweck des Familiennachzugs ist grundsätzlich möglich, wenn die erforderlichen Einreisevoraussetzungen (z.B.

Corona-Virus: Antworten auf häufig gestellte Fragen (FAQ)

Der Übergangszeitraum nach dem Austritt des Vereinigten Königreichs aus der Europäischen Union endet am 31. Dezember 2020. Ab dem 1. Januar 2021 gilt das Vereinigte Königreich als Drittstaat und britische Bürger als Drittstaatsangehörige. Dies gilt auch in Bezug auf die coronabedingten Reisebeschränkungen.