23 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის სოციალისტური ერთიანი პარტიის (SED) – დიქტატურის დამუშავების ფედერალური ფონდის დირექტორთან ანა კამინსკისთან და საჯარო ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელთან – საბინე კუდერთან.გაცნობითი სახის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ფონდის საქმიანობაზე, ცალკეულ პროექტებზე, საქართველოსთან არსებულ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა სამოქალაქო განათლების და წარსულის დამუშავების საკითხებში გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. განისაზღვრა პანდემიის გათვალისწინებით, ქართულ მხარესთან მუშაობის შემდგომი ეტაპები.