3 მარტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ ონლაინ შეხვედრა გამართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სონია შირმბექი (საქართველოს რეფერენტი), კერსტინ ოტი („მენეჯმეტისა და პოლიტიკის აკადემია“), ინა კოოპმანი („ახალგაზრდობისა და პოლიტიკის ფონდი“) და ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი ფელიქს ჰეტი.ონლაინ-შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამოქალაქო განათლების სფეროში ფონდის საქმიანობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდული პროგრამების განხრით და ამ მიმართულებით საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.