მიმდინარე წლის 17 მარტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა გერმანიის ეპისკოპოსთა გაერთიანების პრეს-სპიკერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს მათიას კოპს.შეხვედრა შეეხო მიმდინარე მოვლენებს საქართველოში, პანდემიის გამოწვევებს და ეკლესიათა შორის დიალოგის შემდგომ გაღრმავებას.