2021 წლის 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით დაგეგმილი საგრანტო კონკურსი – „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“  წარადგინა. 

პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, ისე საზღრვაგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
პროგრამა წელს, პირველად, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ 89 ქართული ფოლკლორული ანსამბლი მოქმედებს. 

კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე.
 

  • კონკურსში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკურსისი წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს,  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები;
  • უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების  წარდგენა შეეძლებათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: folk@mfa.gov.ge (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);
  • კონკურსში შემოტანილი პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე.

საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირებია: დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს ატაშე თამარ ჩხაიძე: მობ.: +995 57776 87 68. (დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00).