მიმდინარე წლის 9 აპრილს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართვა საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ. საქართველოს საელჩოს დესპანმა კონსტანტინე გამსახურდიამ მიმოიხილა 30 წლის წინანდელი მოვლენები პოლიტიკურ და ისტორიულ ჭრილში, დასასრულს გაიმართა დისკუსია.