გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული – „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 10 მაისს გაიმართა რიგით მეორე თემატური ონლაინ-შეხვედრა საქართველოსა და გერმანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი თომას ბარაისი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ორი ქვეყნის ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელი პირები და დარგობრივი ეკონომიკური ინსტიტუტების წარმომადგენლები.შეხვედრისას გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ზემოაღნიშნულ სფეროებში ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას. ძირითადი აქცენტები გაკეთდა საინვესტიციო მიმართულებით პოსტ-პანდემიურ პერიოდში გადასადგმელ ნაბიჯებსა და სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით ორმხრივი აქტივობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.ამასთან, განხილულ იქნა ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა 2023 წელს ITB Berlin-ის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით საქართველოს წარდგენის მნიშვნელობას.

Your