მიმდინარე წლის 17 მაისს გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან შტეფენ ბილგერთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტრანსპორტის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები. ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლო ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზე.