25 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ ონლაინ შეხვედრა გამართა გერმანიაში არსებული დიასპორის ორგანიზაცების და ქართული კულტურის ცენტრების ხელმძღვანელებთან. ელჩმა მიულოცა ჩვენს თანამემალუეებს დამოუკიდებლობის დღე, ისაუბრა საქართველო/გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებსა და მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და ინიციატივებზე. დიასპორის წარმომადგენლებმა თავის მხრივ გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო მეტად ჩაერთონ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ერთობლივ პროექტების განხორციელების პროცესში.