გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს განცხადებით, https://www.bmi.bund.de/SharedDocs/pressemitteilungen/DE/2021/06/einreisebeschraenkung-geimpfte-personen.html 2021 წლის 25 ივნისიდან გამარტივდება სრულად ვაქცინირებული პირების გერმანიაში შემოსვლის წესები, კერძოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში შემოსვლისა და ყოფნის ზოგად წინაპირობებს აკმაყოფილებენ, შეძლებენ გერმანიაში ვიზიტს არა მხოლოდ გადაუდებელ, არამედ სხვა მიზნით მგზავრობის შემთხვევებშიც (მაგ., ტურისტულად, ან ახლობლის მონახულების მიზნით).

აღსანიშნავია, რომ ამ შეღავათით ისარგებლებენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც სრულად აქვთ ჩატარებული აცრა Paul-Ehrlich-Institut-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვაქცინებით, ამავე ვებ-გვერდზე მითითებულ დოზათა ოდენობით. ამასთან, ბოლო აცრიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

დღეის მდგომარეობით, ნებადართული ვაქცინებს მიეკუთვნება  მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ გამოსაყენებლად აღიარებული  ვაქცინები: AstraZeneca,  Moderna,  Johnson & Johnson, Biontech/ Pfizer. დაშვებულ ვაქცინათა სია განახლებადია და მისი ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.pei.de/EN/newsroom/dossier/coronavirus/coronavirus-content.html;jsessionid=0542C3CEEA7D2A836EB20C5591D161E5.intranet222?cms_pos=3

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა უნდა იყოს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენებზე. იგი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
– ვაქცინირებული პირის სახელი, გვარი, დაბ. თარიღი
– ვაქცინაციის თარიღი, დოზების რაოდენობა
– ვაქცინის დასახელება
– იმ ვირუსის/დაავადების დასახელება, რომლის წინააღმდეგაც გაკეთდა ვაქცინა
– ჩატარებულ ვაქცინაზე პასუხისმგებელი პირი/ინსტიტუტი
– პასუხისმგებელი პირის/ინსტიტუტის ხელმოწერა/ბეჭედი ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.

აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული რეგულაცია არ ვრცელდება რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ აღრიცხულ კორონავირუსის ე.წ. მუტაციური სახეობის გავრცელების სახელმწიფოებზე/რეგიონებზე.