2022 წლის 10 მარტს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან, ბატონ შტეფან მალერიუსთან. შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე ფონდის აღმოსავლეთ ევროპის რეფერენტი იან ფილიპ ვოელბერნი და კავკასიის წარმომადგენლობის ახალი თანამშრომელი მათიას ჰესპე.

მხარეებმა განიხილეს ქართულ-გერმანული ურთიერთობები, ამჟამინდელი გეო-პოლიტიკური გამოწვევები, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები თუ ღონისძიებები.