შეხვედრა ბუნდესთაგის დეპუტატთად ქტისტოფ პლოსთან

24 მარტს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის დეპუტატთან, ევროკავშირის კომიტეტის წევრთან კრისტოფ პლოსთან (CDU).

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო თავდასხმაზე და საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე. შეხვედრისას განხილულ იქნა სამი ასოცირებული ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადები.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ასოცირებული პარტნიორების ევროპული პერსპექტივის აღიარებას და ხაზი გაუსვა, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით მკაფიო პოლიტიკური სიგნალი ევროკავშირის მხრიდან აუცილებელია.