23 მარტს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესთაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანთან (FDP).მხარეებმა განიხილეს გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობისთვის გაკეთებულ განაცხადზე.მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე.შეხვედრაში მონაწილეობდნენ თავდაცვის ატაშე გენერალი შავლეგო ტაბატაძე და უფროსი მრჩეველი აჩიკო სუდაძე.