შეხვედრა ბუნდესთაგის ევროკავშირის კომიტეტის წევრთან

24 მარტს საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის დეპუტატთან, ევროკავშირის კომიტეტის წევრთან იოჰანეს შრაპსთან (SPD).

შეხვედრის მთავარი თემა იყო უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმა, რომელმაც უპრეცედენტო საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო წესრიგს. მხარეებმა განიხილეს გერმანიისა და ევროპის საგარეო პოლიტიკაში ბოლო პერიოდში განხორციელებული გარდატეხები და უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები. განხილვის თემა იყო ასევე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადები. ელჩის მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის მკაფიო პოლიტიკური გზავნილების აუცილებლობას.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი სიგნალია სამი ქვეყნის მხრიდან, ხაზი გაუსვა, რომ ასოცირებული ქვეყნები ევროპის ოჯახის ნაწილს წარმოადგენენ და რომ გერმანია და ევროკავშირი გააგრძელებენ ძალისხმევას ამ ქვეყნების გაძლიერების მიზნით.