2022 წლის 13 მაისს საქართველოს ელჩი, ლევან იზორია თიურინგიის ფედერალურ მიწას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ელჩის შეხვედრა თიურინგიის პრემიერ-მინისტრთან, ბოდო რამელოვთან. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრობისთვის გაკეთებულ განაცხადსა და უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიაზე. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით თიურინგიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპერტივებზე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა აგრეთვე ელჩის შეხვედრა თიურინგიის ეკონომიკის, მეცნიერებისა და დიგიტალიზაციის მინისტრთან, ვოლფგანგ თიფენზეესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ამ მიმართულებით დასახულ იქნა კონკრეტული გეგმები.