26 ივლისს ბერლინში, კრიმინალური პოლიციის ფედერალური სამსახურის პრეზიდენტმა ჰოლგერ მიუნჰმა საქართველოს ელჩთან ლევან იზორიასთან შეხვედრა გამართა.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი პოლიციის ატაშეს – გვანცა ჩხვიმიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა შეაფასეს და ორი ქვეყნის სამომავლო პარტნიორობის ახალი ასპექტები განიხილეს.