2022 წლის 7 აგვისტოს, საელჩოს მხარდაჭერითა და სტუდენტური ორგანიზაცია Georgians Beyond Georgia-ს ორგანიზებით, ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭის წინ, ჩატარდა აგვისტოს ომის 14 წლისთავის აღსანიშნავი აქცია და რუსული ოკუპაციის ამსახველი გამოფენა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დიასპორის წარმომადგენლები, ისევე როგორც ქვეყნის გერმანელი მეგობრები.