(L-R) Annalena Baerbock (Buendnis 90/Die Gruenen), Bundesaussenministerin, trifft Ilia Darchiashvili, Aussenminister von Georgien, zu einem Gespraech in Berlin, 13.09.2022.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ქ. ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგას – ანალენა ბერბოკს შეხვდა. მინისტრებმა შეხვედრისას კმაყოფილებით აღნიშნეს როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ბერლინში, ასევე საქართველოს  პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილი ვიზიტი და მისი შეხვედრა როგორც გერმანიის კანცლერთან, ასევე ფედერალურ პრეზიდენტთან და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს და განამტკიცებს საქართველოსა და გერმანიის პარტნიორულ ურთიერთობებს. 

(L-R) Annalena Baerbock (Buendnis 90/Die Gruenen), Bundesaussenministerin, trifft Ilia Darchiashvili, Aussenminister von Georgien, zu einem Gespraech in Berlin, 13.09.2022.

შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის განმტკიცების მნიშვნელობას.

მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი  გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც გერმანიის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წვერი ლიდერი სახელმწიფოს მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ წლების მანძილზე გამოხატული, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ბერლინის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ მიმართულებით მიესალმა ქართული მხარის მცდელობებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებით და თბილიში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის და სომხეთის მინისტრებს შორის.

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და გაცვალეს ინფორმცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების  შესრულების თაობაზე. როგორც გერმანულმა მხარემ აღინიშნა, ბერლინი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის პარქტიკული დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ გზაზე.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველო – ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და მის შედეგებზე, მათ შორის ევროკავშირის სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების კონკრეტულ ინიციატივებსა და პროგრამებზე.  ასევე, საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესზე.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს განსკაუთრებულ როლს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ამ მხრივ გერმანიის ინტერესს დაეხმაროს საქართველოს.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, ასევე გერმანული ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდი ინტერესი, რასაც დამატებით შეუწყობს ხელს 2023 წელს საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაიწლეობა “ITB Berlin 2023”-ში. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმოს ხელმოწერას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ვიზიტით საქართველოში მიიწვია.