2022 წლის 24 სექტემბერს კიოლნში გაიხსნა ქართული კულტურის ორდღიანი ფესტივალი, რომლის ორგანიზატორები არიან ქალბატონი თამარ ბურდული და ბატონი ტილო ჰერდე.

საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქრთველოს ელჩმა ლევან იზორიამ, კიოლნ-ლინდენტალის მერმა კორნელია ვაიტეკამპმა და ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გიორგი ტაბატაძემ.

მრავალფეროვანი მუსიკაური, კულინარიული და ლიტერატურული პროგრამა გახსნა ცნობილმა ქართველმა ავტორმა დათო ტურაშვილმა.