2022 წლის 23 სექტემბერს, ქ. ბონში გაიმართა საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას შეხვედრა DAAD-ის გენერალური მდივნის მოადგილესთან, მიჰაელ ჰარმსთან.შეხვედრისას, ისაუბრეს ქვეყნებს შორის განათლების სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ.

გასულ კვირას ბერლინში, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე, განიხილეს ახალი ინიციატივებისა და პროექტების შესაძლებლობები.

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე.