10 ოქტომბერს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესთაგის დეპუტატთან, თომას ერნდლთან. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე, უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიასა და მისგან გამომდინარე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.