6 ოქტომბერს გაიმართა ელჩის ლევან იზორიას გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გერმანიაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან ნასიმი აგაიევთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები. ამასთან, ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებზე.