26 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ცენო რაიხენბეხერთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას ორის ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით ორი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტების განხორციელებაზე.