საგარეო საქმეთა მინსიტრის – ილია დარჩიაშვილის მილოცვა

გილოცავთ დიპლომატის დღეს! დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას და იმ განსაკუთრებულ მისიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ჰქონდა და დღესაც აკისრია დიპლომატიას.

სიმბოლურია, რომ პროფესიულ დღესასწაულს სწორედ დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის, დაბადების დღეს აღვნიშნავთ, რითიც ხაზს ვუსვამთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ ქვაკუთხედს და ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს – ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.

ქვეყნის მიერ დასახულ ამ გზაზე, ისევე, როგორც არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე, თქვენ გაკისრიათ უდიდესი მისია და დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდი მომავალშიც წარმატებით გაართმევს თავს დასახულ ამოცანებს.

სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან ერთად, რომელიც ერთიანი, მთლიანი გუნდია, განსაკუთრებით მინდა მივესალმო საქართველოს დიპლომატიურ მისიებს საზღვარგარეთ და თითოეულ დიპლომატს, რომელიც სამშობლოსა და ოჯახის წევრებისგან შორს იცავს ქვეყნის ინტერესებს.

ყველას გიხდით მადლობას გაწეული სამსახურისთვის და გისურვებთ მომავალ წარმატებებს.