2022 წლის 3 ნოემბერს, ბერლინის დემოკრატიის სახლის მიწვევით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩთან – ლევან იზორიასთან და მისი ახალი წიგნის გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია.

სადისკუსიო ნაწილში, საუბარი შეეხო როგორც ამჟამინდელ გლობალურ და რეგიონალურ მოვლენებს, ისე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებსა და მისწრაფებებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ქვეყნების ელჩები, გერმანიის საგარეო უწყების, პოლიტიკური ფონდებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.