2022 წლის 27 ოქტომბერს, ბერლინის კონცერტჰაუზის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა ქართველი დირიჟორის – მირიან ხუხუნაიშვილის დებიუტი. მუსიკოსი მოიწვია კონცერტჰაუზის ორკესტრის ხელმძღვანელმა, ცნობილმა მაესტრომ – ქრისტოფ ეშენბახმა.

კონცერტზე შედგა ქართველი კომპოზიტორის – მიკა მდინარაძის Kyrie Eleison-ს მსოფლიო პრემიერა.

ქართველ მუსიკოსებს ოვაციებით შეხვდა გერმანელი მსმენელი, კონცერტის დასასრულს კი მათ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ მიულოცა დიდი წარმატება.