8 თებერვალს ბუნდესთაგში გაიმართა საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას შეხვედრა გერმანია-სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, დეპუტატ იოჰან ვადეფულთან.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის განაცხადსა და კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ბუნდესთაგში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის წევრ დეპუტატთა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი.

მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები დასახეს.