30 მარტს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან იზორია გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს, ბუნდესტაგის წევრს ვოლფგანგ შოიბლეს (CDU/CSU) შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

ასევე, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას.