31 მარტს ბერლინში, საქართველოს საელჩოში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღის აღსანიშნავად, ჩატარდა ქართველი მუსიკოსის დემეტრე გამსახურდიას შემოქმედებითი საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ დიასპორის, აკადემიური და კულტურული წრეების წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ელჩმა ლევან იზორიამ, რომელმაც რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, საზოგადოებას გააცნო ახალგაზრდა კომპოზიტორი და შემდგომი წარმატებები უსურვა მას.

სტუმრებს, აგრეთვე, მიმართა დესპანმა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს დღეზე ისაუბრა.

დემეტრე გამსახურდიამ შეასრულა შვეიცარიის მთებში შექმნილი კომპოზიცია, სათაურით „მიკარება“, ფორტეპიანოსა და ელექტრონული საშუალებებისთვის.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა მიღება ქართული კერძებითა და ღვინით.