29 მარტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დესპანი, საელჩოს წარმომადგენლები და ელჩის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ამით ბატონი ხოკრიშვილი გფრ-ში თავისი ქვეყნის რანგით უმაღლეს წარმომადგენლად იქნა აღიარებული. ფედერალურმა პრეზიდენტმა გულითადად მიიღო საქართველოს წარმომადგენლობის წევრები.