საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გახსნასაქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეხვედრა ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრთან ფოლკერ ბუფიესთან.

“ანბანით მოთხრობილი საქართველო“ თავის გასაოცარ ისტორიას უყვება ფრანკფურტელებს და ამ არაჩვეულებრივი ქალაქის ყველა სტუმარს უზიარებს თავის მრავალსაუკუნოვან კულტურას, ლიტერატურასა და ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრანკფურტის მერიაში საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც მის პატივსაცემად ფრანკფურტის მერ პეტერ ფელდმანის სახელით გაიმართა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მოინახულა ქართული სტენდი “Science made by Character“ ( Hall 4.2, Stand -E93), სადაც 50-ზე მეტი უნიკალური სამეცნიერო, გამოცემა დაათვალიერეს. მათ შორის, კ. კაუცკის წიგნის „საქართველო: გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა,“ ვ. ვოიტინსკის „ქართული დემოკრატია“, ალბომი – „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურის ქრონიკები“ და გერმანიაში გამოცემული საქართველოს პირველი ეროვნული ატლასი, სადაც საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია წარმოდგენილი.

სტენდზე ასევე წარმოდგენილია გამოცემები ქართული მუსიკისა და ავანგარდული ხელოვნების შესახებ.  ელჩი ასევე დაესწრო საჯარო ლექციას “Education Bridge.”