29 ნოემბერს ბერლინში საქართველოს საელჩოში შედგა ელჩის ელგუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა INEA-ს (Institute for European Affairs) წევრებთან. ორგანიზაციაში გაერთიანებული არიან ყოფილი პოლიტიკოსები, ეკონომიკისა, კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია ქართულ-გერმანული ურთიერთობების, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ.