ა.წ.15-17 თებერვალს მიუნხენში გამართული 55-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერთან, გერმანიის მწვანეთა პარტიის თავმჯდომარესთან ანალენა ბერბოკთან და გერმანიის ბუნდესტაგის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-გერმანული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესზე. გერმანულმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ინტეგრაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებს.