მ.წ. 5-10 მიმდინარეობს ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ 5 დღიან ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 30-ზე მეტი კერძო კომპანია არის წარმოდგენილი.

მ.წ. 6 მარტს საქართველოს ტურისტული სტენდი დაათვალიერეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, ბერლინის მერმა მიჰაელ მიულერმა და გერმანიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თომას ბარაისმა.